Tuesday, July 21, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე - რეფლექსია

      დღეს სრულდება ტრენინგი და რაღაცნაირად გული მწყდება. უამრავი ინფორმაცია მივიღეთ ტრენერისაგან, როგორც პროექტის პორტფოლიოში მუშაობაზე, ასევე ტენოლოგიებზე. ეს ტრენინგი ბევრი სხვა ტრენინგისაგან განსხვავებით იყო კარგად მომზადებული და ყველასათვის გასაგები. ტრენინგზე იყო თბილი დამოკიდებულება.   თითქმის ყველამ გააკეთა პროექტის პორტფოლიო.

     ტრენინგის მონაწილეებს ვუსურვებ ტრენინგზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებას.

      ბატონ დავითს ვუხდი მადლობას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს.

          

Tuesday, July 14, 2015

ტრენინგის მერვე დღე - რეფლექსია

დღეს ბევრი ვიმუშავეთ პროექტის გეგმებში, შევავსე პროექტის გეგმის სასწავლო პროცედურების განყოფილება, ასევე შევავსე ინტერნეტ რესურსების, საჭირო მასალების და ბეჭდვითი მასალების განყოფილება.
    პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა თითქმის დავასრულე.
   ტრენინგის პერიოდში ტრენერის, ბატონი დავითის დახმარებით ბევრი სამუშაო ჩავატარეთ, გავაკეთეთ პროექტის გეგმა და პროექტის პორტფოლიო გავამდიდრეთ მრავალფეროვანი მასალით.  გავიგეთ ბევრი ახალი ინფორმაცია, როგორც პროექტებით სწავლებაზე, ასევე ტექნოლოგიებზე.

       უღრმესი მადლობა ყოველივე ამისათვის ბატონ დავითს.

Monday, July 13, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ იუთუბიდან და დრაივიდან ემბედ კოდების ჩასმა ბლოგში. ბატონმა დავითმა ტრენინგის ყველა მონაწილეს მისცა რეკომენდაციები პროექტთან დაკავშირებით.
ვიმუშავეთ ჩვენი პროექტის გეგმაში და პროექტში ჩასადებ მასალებში.
დღეს გავაკეთე მოსავლის სავარაუდო ნაშრომი - ბლოგი.

Sunday, July 12, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე - რეფლექსია

დღეს ბევრი საინტერესო საიტის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. ტრენერმა ისაუბრა გუგლის სერვისებზე, პროექტის გეგმაში დიფერენცირებული სწავლების პუნქტში ინფორმაციის ჩაწერაზე.  ასევე ისაუბრა პროექტის პორტფოლიოს საქაღალდებში ჩასადები ფაილების შესახებ. 

Friday, July 10, 2015

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ბევრად მეტი გავიგე, დღევანდელი დავალებები შედარებით ადვილი გასაკეთებელია, დღეს ბევრი ახალი ვისწავლეთ. საკმაოდ  საინტერესო დღე იყო. ვისწავლეთ Drive-ზე ფაილებისა და საქაღალდეების ატვირთვა. დრაივში საქაღალდის შექმნა.  ვისწავლეთ დრაივიდან ფაილების და საქაღალდეების გაზიარება ელ.ფოსტაზე და ბლოგზე.  ვისავლეთ დრაივში ტესტების გაკეთება. დღევანდელი ტრენინგი ყველაზე საინტერესო იყო. 

პროექტის პორტფოლიო

Thursday, July 9, 2015

ტრენინგი მეოთხე დღე - რეფლექსია

დღეს ძლიან დატვირთული დღე გვქონდა, ტრენერმა მოგვცა დავალებები, რომელზეც სახლში უნდა ვიმუშაოთ. ვისწავლეთ  ბლოგში გვერდების დამატება და ამოშლა.  მივიწევთ წინ, ბევრ ახალს ვსწავლობთ. ტრენერი გასაგებად გვიხსნის ყველა ასპექტებს.
ყველა თემა, რომელიც გავიარეთ საინტერესო და პრაქტიკაში გამოსაყენებელია.

Monday, July 6, 2015

ტრენინგის მესამე დღე - რეფლექსია

       პროექტის მესამე დღე დიდი ინტერესით დავიწყეთ. დღეს პროექტის გეგმაზე მუშაობა დავიწყეთ. ვისწავლეთ  ელ.ფოსტაზე პროექტის გეგმის ატვირთვა და ჩამოტვირთვა. შეგვიძლია სახლებში ვიმუშაოთ პროექტის გეგმაზე და გავუგზავნოთ ტრენერს ჩვენი ნამუშევრები - შენიშვნებისათვის. ტრენინგის დროს ბევრი დრო იკარგება ტრენინგის მონაწილეებისათვის შენიშვნების მიცემისა და დახმარების პროცესში.
       საინტერესო იყო ბლოგებში მუშაობის სხვადასხვა საკითხების შესწავლა.  ასევე შევისწავლეთ პოსტებში ლინკების, ფოტოების, ვიდეოების ჩასმა.  მესამე დღე ძალიან საინტერესო იყო, შევისწავლეთ ბერვრი საკითხები.


Sunday, July 5, 2015

ტრენინგის მეორე დღე - რეფლექსია

        ტრენინგის მეორე დღეს ტრენინგი მცირე შეფერხებით დავიწყეთ, მაგრამ საკმაოდ აქტიურად გავაგრძელეთ. ტრენინგის მონაწილეები დიდი მონდომებით შეუდგნენ საქმეს.  ტრენერმა მოუსმინა ყველა მონაწილეს, რომლებმაც წარმოადგინეს პროექტის თემები და მისცა შენიშვნები.  დღეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ, ჩვენც გამოვთქვით აზრი, თუმცა ნაკლები იყო პრაქტიკული სამუშაო, წინა დღესთან შედარებით.
       დიდი მოტივაციით ველი ტრენინგის გაგრძელებას მომდევნო დღეს!

Saturday, July 4, 2015

ტრენინგის პირველი დღე - რეფლექსია

      ტრენინგის პირველი დღე საკმაოდ დატვირთული, საინტერესო და ბევრი ინფორმაციის შემცველია. ვსწავლობთ პროექტით სწავლებას, რაც შემდგომ გამოგვადგება პრაქტიკაში. პროექტით სწავლება გამოადგება ყველა საგნის მასწავლებელს და იწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. 
                ტრენერი საუბრობს გარკვევით, გასაგები ენით. ტრენინგის მონაწილეები არიან დაინტერესებულნი ტრენინგის თემით, აქტიურნი და მოტივირებულნი.